მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული ბანკების აქტივები იზრდება

5ae1605b84677
BM.GE
26.04.18 09:23
634
პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 710.8 მილიონი ლარით, ანუ 2.1 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 3.6 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი აპრილისათვის 34.3 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები