2018 წლის იანვარ - ივლისის პერიოდში კომერციულ ბანკებში დაფიქსირებულ პრეტენზიათა რაოდენობა 3151 -ს გაუტოლდა. ყველაზე ცოტა უკმაყოფილო მომხმარებელი იანვრის თვეში დაფიქსირდა (სულ 306), ხოლო ივლისის თვისათვის მათი რაოდენობა 256-ით გაიზარდა და პრეტენზიათა რაოდენობამ 562 შეადგინა. მომხმარებელთა უკმაყოფილება, ძირითადად, მომხმარებლის მიმდინარე ანგარიშს ეხებოდა და იანვარ - ივლისის თვის განმავლობაში მასთან დაკავშირებულ პრეტენზიათა ჯამურმა მაჩვენებელმა 1,274 -ს მიაღწია.
მომხმარებლში უკმაყოფილებას, ძირითადად, ტრანზაქციები იწვევდა და ამ ტიპის პრეტენზიათა რაოდენობამ 1,384 შეადგინა.
2018 წლის იანვარ - ივლისის თვეში ყველაზე მეტ პრეტენზიას შემდეგი საკითხები იწვევდა:
• სამომხმარებლო სესხი - დაიქსირდა 577 პრეტენზია,
• საკრედიტო ბარათი - 280 პრეტენზია
• მომენტალურ განვადებასთან დაკავშირებული საკითხები - 184 პრეტენზია
პრეტენზიის თითოეული საკითხი განსხვავებული ხასიათის მატარებელი იყო, თუმცა ხასიათის მიხედვით ტრანზაქციების (1384 პრეტენზია) შემდეგ მომხმარებელში ყველაზე მეტ პრეტენზიას ადმინიატრაცია და მომსახურება იწვევდა (დაფიქსირდა 583 პრეტენზია). ამის შემდეგ უკმაყოფილების საკითხს მომსახურების საკომისიო (192 პრეტენზია) და საპროცენტო შენატანები (160 პრეტენზია) წარმოადგენდა.
კომერციული ბაკების მიერ განხილული და უსაფუძვლოდ მიჩნეული პრეტენზიების რაოდენობა 2018 წლის იანვარ - ივლისის თვისათვის 2,250 შეადგინა. შემოსულ პრეტენზიათა 666 საფუძვლიანი აღმოჩნდა და ბანკებმა მათგან 586-ი შემთხვევის აღმოფხვრა შეძლეს, 80 კი - ჯერ კიდევ გადასაჭრელია.