კომპანია "გალფის" წინასააღდგომო აქციის შედეგად სოლიდარობის ფონდში 65.095 ლარი გადაირიცხება. ამის შესახებ "გალფის" მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ გვაცნობა.
"26 აპრილს დავიწყეთ აქცია, რომლის მიზანი იყო სოლიდარობის ფონდში თანხების აკუმულირება. ყველა გაყიდული ლიტრიდან 3 თეთრი სოლიდარობის ფონდში ირიცხებოდა. გამჭვირვალობისთვის ჩვენ თავად შევქმენით ვებგვერდი, და ამ გვერდის მეშვეობით ნებისმიერ მოქალაქეს ჰქოდა საშუალება თვალი ედევნებინა იმ გამჭვირვალე პროცესისათვის, რომელიც სპეციალურად დავნერგეთ. შეგროვდა თანხა 65.000 ლარის ოდენობით, რომელიც პირდაპირ სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და სრულად მოხმარდება სოლიდური სიმსივნით დაავეადებული ბავშვების მკურნალობასა და დიაგნოსტიკას." - აცხადებს ნინო ჯიბლაძე.
ამ წელს ეს უკვე მეორე აქციაა, რომელსაც გალფი სოლიდარობის ფონდისთვის მართავს. საახალწლოდ კომპანიამ ფონდს 62.000 გადაურიცხა, ჯამში გალფს 2018 წლის დასაწყისადნ სოლიდარობის ფონდში გადარიცხული აქვს 127.000 ლარი.
http://gavertiandet.ge/