კომპანია, რომელიც მეტროს ვაგონების მოდერნიზაციას უზრუნველყოფს
თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის ვაგონების რეაბილიტაციას ,, სს ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი“ უზრუნველყოფს. კომპანია ერთადერთია, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში საკუთარი წინადადება წარადგინა. შესაბამისად, შესყიდვის ფასიც, რომელიც თავდაპირველად 19 მილიონ 702 ათასი ლარით განისაზღვრა, არ შემცირებულა. კომპანიამ ჯამში 14 ვაგონის მოდერნიზაცია უნდა მოახდინოს. სს ‘’ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი’’ 1996 წელს შეიქმნა და ის უზრუნველყოფს მეტროს ვაგონების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას თბილისის, ბაქოს და ერევნის მეტროპოლიტენისთვის.