მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კონა" პროდუქციის გაოთხმაგებას გეგმავს

5b1aa15e1bc7a
მაია ბიწაძე
08.06.18 19:29
725
კოოპერატივი "კონა", რომელიც პრემიუმ კლასის ჩაის აწარმოებს, წელს პროდუქციის მოცულობის ოთხჯერ გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ Bm.ge-ს კოოპერატივის თანადამფუძნებელმა ნატალია ფარცხალაძემ განუცხადა. მისი თქმით, კოოპერატივმა ჩაის წარმოება 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წელს ერთი ტონა ჩაი აწარმოა, 2018 წელს კი ამ მოცულობის 4 ტონამდე გაზრდაა დაგეგმილი.

"კონას" პროდუქციის 90% ადგილობრივ ბაზარზე, 10 პროცენტი კი ექსპორტზე ჰოლანდიასა და ლატვიაში იგზავნება. როგორც ნატალია ფარცხალაძე ამბობს, ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ევროკავშირის სხვა ქვეყნების ბაზარზე შესასვლელად და სავარაუდოდ წლის ბოლომდე საექსპორტო არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდება.

კოოპერატივი კასპში, სოფელ "ლავრისხევში" მდებარეობს და ის ხუთი წევრისგან შედგება. "კონა" ENPARD პროგრამის ფარგლებში, OXFAM-სა და მისი კონსორციუმის წევრი ორგანიზაციის ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" მხარდაჭერით 2015 წელს შეიქმნა. მასში 27 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც ნაწილი ENPARD გრანტი იყო. ამ ორგანიზაციების დახმარებით, კოოპერატივის წევრებმა წვეთოვანი სისტემა და ბალახეული ჩაის დამამზადებელი საწარმო მოაწყვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები