სიქსტის კაპელის თავზე თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ კარდინალებმა, კონკლავის მეორე დღეს, ახალი პაპი აირჩიეს.
ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ახალი პაპის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ვატიკანში 267-ე რომის პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყო.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.