კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება ნავთობკომპანიებისთის ჯარიმის 52 მილიონი ლარით შემცირებასთან დაკავშირებით „ლუკოილისთვის“ მისაღებია, თუმცა, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე აცხადებს, ამ ეტაპზე სასამართლო დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით კომპანიაში გადაწვეტილება არ მიუღიათ.
„ჩვენი მონაწილეობა ამ დანაშაულში იყო სრულად აბსურდული და ამიტომ ველოდებოდით, რომ მათი მხრიდან ეს იქნებოდა გააზრებული. შედეგი სახეზეა, ჯარიმა დღეს არის 10-ჯერ ნაკლები, თუმცა გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით გასაჩივრდება თუ არა ახალი მოკვლევის შედეგები, ჩვენს შიდა კონსულტაციებზეა დამოკიდებული. გადასახდელი თანხა შეადგენს დაახლოებით 400 000 ლარს, გადაწონის თუ არა ეს მოცულობა ჩვენი გუნდის მხრიდან რამდენიმე თვიან, თუ არა წლიან შრომას, ამის მიხედვით მივიღებთ სასამართლო დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.
თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შედეგით კმაყოფილები ვართ, ეს მოცემულობა ადასტურებს იმას რასაც ვამბობდით, რომ ჩვენ მსგავს დანაშაულში თავს მონაწილედ ვერ მივიჩნევდით და ვერც მივიჩნევთ", - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.
რაც შეეხება „ვისოლს,“ „რომპეტროლს“ და „გალფს,“ BM.GE კომენტარისთვის მათაც დავუკავშირდა, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე ნავთობკომპანიების ნაწილმა პოზიციის დაფიქისრებისგან თავი შეიკავა.