მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

"კორტების" მესაკუთრის განცხადება

სალომე მეცხვარიშვილი

08.11.18 15:16 1812 ნახვა

საბურთალოზე, ე.წ. კორტების ტერიტორიის მფლობელი ვენერა ალიშევა განცხადებას ავრცელებს. განცხადება bm.ge-ს მისმა მინდობილმა პირმა ლაშა ჯამალაშვილმა მიაწოდა.

მესაკუთრე აცხადებს, რომ მას წლების განმავლობაში ჰქონდა ტერიტორიის განვითარების მცდელობები, თუმცა, უშედეგოდ.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„ვენერა ალიშევა 2009 წლიდან ფლობს აღნიშნულ ტერიტორიას. მესაკუთრის მიერ ნაკვეთის შეძენის მომენტში მას უკვე ქონდა საცხოვრებელი ზონის სტატუსი და ბუნებრივია გეგმავდა მისი ამ ფუნქციით განვითარებას. თუმცა აღნიშნულ მიწის ფართობზე, მესაკუთრესთან შეთანხმებისა და ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, 2011 წელს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელდა საავტომობილო გზის მშენებლობა და შედეგად, დღეის მდგომარეობით, ნაკვეთის დიდი ნაწილი დაკავებულია გზის ფართით. აღნიშნულმა გარემოებამ ასევე გამოიწვია მიწის დაყოფა მცირე ნაკვეთებად (რომელთაგან ერთ-ერთზე მდებარეობს ჩოგბურთის მოდნები) და შედეგად შემცირდა მიწის ფართობის ლიკვიდურობა, რითაც ქონების მესაკუთრეს მიადგა სოლიდური მატერიალური ზიანი .

ამ ფაქტის თაობაზე დაზარალებულმა მესაკუთრემ ვენერა ალიშევამ მრავალჯერ მიმართა ქ. თბილისის მერიას სათანადო რეაგირებისა და მიყენებული ზარალის ანაზღაურების თხოვნით თუმცა ქალაქის წინამორბედ ხელმძღვანელებს ამაზე ფაქტობრივად არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.

მიყენებული ზიანის კომპენსაციის დავის პარალელურად დაზარალებული ინვესტორი აქტიურად განაგრძობდა განვითარებისთვის ვარგისი, დარჩენილი ტერიტორიის (ჩოგბურთი მოედნების) განვითარების გეგმაზე მუშაობას, რაზეც არაერთხელ შემუშავდა სხვადასხვა კონცეფციის არქიტექტურული პროექტი, თუმცა მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ არც ერთი მათგანის შეთანხმება არ მოხდა.

ბოლო პერიოდში მესაკუთრესა და თბილისის მერიას შორის აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები აღნიშნული პრობლემის მოგვარების თაობაზე. ორივე მხარეაცნობიერებს აღნიშნული ტერიტორიის მიმართ საზოგადოების მაღალ ინტერესს და ამ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება, რომელიც გულისხმობს აღნიშნული ფართისგადაცვლას ტოლფასი ღირებულების უძრავ ქონებაში, სადაც მესაკუთრეს საშუალება მიეცემა განახორციელოს დიდი ხნის წინ დაგეგმილი მსხვილი საინვესტიციოპროექტი, ხოლო მუნიციპალიტეტი შეძლებს კორტების ტერიტორიის ურბანული თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალურად განვითარების წინაპირობების შექმნას, რაც მისი სპორტული-სარეკრეაციო თვალსაზრისით განაშენიანებას და კეთილმოწყობას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საბურთალოზე, კორტების ყოფილი ტერიტორია 2009 წელს ინვესტორს გადაეცა. ადგილზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა - მიწისქვეშა ავტოპარკინგით, დახურული სპორტული დარბაზითა და გამწვანებით. აღნიშნული პროექტი აღარ განხორციელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება და ადგილზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მოეწყობა.
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები