10 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია კოვიდ–19–ის საწინააღმდეგო 1 871 116 აცრა– ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
მათი ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 000 102 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.2 %, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 871 014 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.5 %.
9 ოქტომბერს აიცრა 6 964 ადამიანი.