მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა Coinbase-მა ინდოეთის ბაზარზე დაბრუნება გადაწყვიტა

coinbase

უმსხვილესმა ამერიკულმა კრიპტობირჟამ, Coinbase-მა ინდოეთის ბაზარზე დაბრუნება გადაწყვიტა, რისთვისაც მარეგულირებელი ორგანოსგან შესაბამისი ნებართვა მიიღო.

როგორც Coinbase-ის განცხადებაშია აღნიშნული, უახლოეს მომავალში ინდოეთის მოსახლეობა კრიპტობირჟის სერვისებით სარგებლობას შეძლებს, რაც მას შემოსავლის გაზრდის საშუალებას მისცემს.

უნდა აღინიშნოს, რომ Coinbase-ი ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დალისტული ერთადერთი კომპანიაა, რომელიც დასავლეთში განსაკუთრებით პოპულარულია, თუმცა აზიის რეგიონში თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებს. მართალია, წლების განმავლობაში, Coinbase-ის სერვისები ინდოეთშიც ხელმისაწვდომი იყო, თუმცა 2022 წელს კომპანიას ბაზრის დატოვება მოუწია, რადგან მარეგულირებელმა ორგანომ მას ოპერირება შეუზღუდა.

როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და სწორედ ამიტომ, კრიპტობირჟა პლანეტის ყველაზე მრავალრიცხოვან ბაზარს უბრუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები