მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრისტალი": ბაზრის უდიდეს ნაწილში ჭარბვალიანობის პრობლემა არ არის

5bb1d0c530a5f
სალომე მეცხვარიშვილი
01.10.18 12:50
768
ჩვენი ბაზრის უდიდეს ნაწილში ჭარბვალიანობის პრობლემა არ არის,- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ ხელმძღვანელი არჩილ ბაკურაძე bm.ge-სთან აცხადებს. 

მისი თქმით, არიან ოჯახები, რომლებსაც ამ მხრივ რთული მდგომარეობა აქვთ, თუმცა, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში“ შემავალი კომპანიების წვლილი ამ საკითხში ძალიან მცირეა.

„წლების განმავლობაში ვმუშაობთ ეთიკური ფინანსების პრინციპით და ჩვენი საქმიანობის შედეგი მოწმობს, რომ ჩვენს მიერ გაცემული სესხების უდიდესი ნაწილი არ იქცევა პრობლემად. ჩვენი ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მერყეობს 1%-2%-ს შორის. ეს არის ძალიან კარგი შედეგი. ბევრ კომერციულ ბანკსაც არ აქვს ასეთი შედეგი. ეს არის მთავარი მტკიცებულება, რომ ეს არის ჯანსაღი დაკრედიტების ფორმა. ეს არ არის გარანტია, რომ ყველა სესხი იდეალურად გაიცემა, მაგრამ მზად ვართ ვიმუშაოთ და კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით მოხდეს სესხის გაცემა“,- აცხადებს არჩილ ბაკურაძე.

მისივე თქმით, საჭიროა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ასამოქმედებელ რეგულაციებს თავდაპირველად სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდეს და სისტემის დახვეწის შემდეგ შევიდეს ის ძალაში. საუბარია რეგულაციებზე, რომელთა მიხედვითაც შემოსავლის დასასტურების გარეშე სესხები აღარ გაიცემა. ამასთან შემოდის ლიმიტი სესხის მომსახურებისთვის - განისაღვრება კონკრეტული თანხა, რომელიც მომხმარებელმა ყოველთვიურად სესხის მომსახურებაში უნდა გადაიხადოს, ეს თანხა კი მსესხებლის შემოსავლის მიხედვით განისაზღვრება.

„რაღაც პერიოდის განმავლობაში მარეგულირებელმა მოახდინოს რეკომენდაციის სახით ამ რეგულაციების შემოტანა, ამასობაში ეს დაიხვეწება, ინდუსტრია შეეჩვევა, მოემზადება და ამის შემედგ მიიღოს ამან სავალდებულო ხასიათი.

სესხის გაცემა უნდა მოხდეს იმ პრინციპით, რომ არ მოხდეს მომხმარებლისთვის ჭარბი ვალის შექმნა. ის, რომ არსებობდეს გადახდის კოეფიციენტი, ამაზეც თანამხა ვართ. შეიძლება დაწესდეს რაღაც კოეფიციენტი, მაგრამ მან უნდა გაითვალისწინოს რეალობა იმ სექტორის, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. მაშინ, როდესაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სახელფასო შემოსავალი არ აქვს, მათი შემოსავალი არის არალეგულარული, სეზონური. ბუნებრივია, ფერმერების შემთხვევაში არ არსებობს დოკუმენტირებული შემოსავალი.

ინდუსტრის უნდა დაუწესდეს ისეთი ნორმები, რომლებიც შესრულებადი იქნება. რეგულაციების ამ სახით მიღების შემდეგ რთულად წარმომიდგენია, რომ რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირება ამ წესების გათვალისწინებით“,- აცხადებს არჩილ ბაკურაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები