მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კროკობეთი ჰაიდენჰაიმის რეგიონალური სპონსორია!

11
11.01.25 21:18
1773

იტალიურ კლუბ ნაპოლისთან წარმატებული პარტნიორობის შემდეგ, კომპანია კროკობეთი ევროპის ტოპ ჩემპიონატის კიდევ ერთ საფეხბურთო კლუბთან იწყებს თანამშრომლობას.

ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმში ტრანსფერი და ბუნდესლიგაში თამაში კიდევ ერთი სასიხარულო და მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ფეხბურთისთვის.

კროკობეთი, როგორც ქართული სპორტის და ქართველი სპორტსმენების მხარდამჭერი, გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ ჰაიდენჰაიმის რეგიონალური სპონსორი გახდა და მომავალი წლების განმავლობაში გუნდთან ერთად უამრავ საინტერესო პროექტსა და სიახლეზე იმუშავებს. სპორტული პორტალი Croco.ge, რომელიც გერმანული კლუბის მედია სპონსორი იქნება საქართველოში, გულშემატკივარს საინტერესო და ექსკლუზიურ მასალას შესთავაზებს.

გერმანულ კლუბთან თანამშრომლობა კროკობეთისთვის ნაპოლისთან წარმატებული გამოცდილების გაგრძელებაა.

კროკობეთი წლების განმავლობაში არაერთი ქართული სპორტული გუნდისა და სპორტსმენის სპონსორი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჰაიდენჰაიმთან გაფორმებული ხელშეკრულებით კი ეს ტრადიცია გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები