მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტი ახტალა გაიყიდა

5b22761f51dad
BM.GE
14.06.18 18:05
2596
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის ფარგლებში“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა ელექტრონულ აუქციონზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 3 760 000 ლარად გაყიდა.

აუქციონში გამარჯვებულად შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ გამოვლინდა.

მალე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც 12 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები