მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კვირიკაშვილი ალბათ არც მოელოდა, რომ გადადგებოდა"

5b2248772dd6e
ანუკა ჯოხაძე
14.06.18 14:49
663
"პრემიერი უნდა ყოფილიყო საქართველოს პრემიერ მინისტრი და არა ოცნების”-აცხადებს ბიზმენი თემურ ჭყონია. მიუხედავად იმისა რომ ბიზნესმენმა ხაზი გაუსვა გიორგი კვირიკაშვილის წარმატებულ ნაბიჯებს, მან bm.ge-სთან საუბარში ყოფილი პრემიერის შეცდომებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ექსპრემიერმა ვერ მოახერხა საკუთარი თავის სრულფასოვანი რეალიზაცია და ის არ იყო სახალხო პრემიერი. როგორც ჭყონია აცხადებს, კვირიკაშვილს გაბედულობა აკლდა, რამაც მრავალი პროექტის განხორციელებაში შეუშალა ხელი. მისი თქმით, პრემიერი უფრო მეტს გააკეთებდა, თუმცა ის წასვლას ამ ეტაპზე არ მოელოდა.


“მე რამდენადაც ვიცი მისი მონაცემები უფრო გაბედული უნდა ყოფილიყო. პრემიერი უნდა ყოფილიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და არა ოცნების. მე ოცნების წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა პრემიერი უნდა იყოს ყველას პრემიერ მინისტრი. პროექტის განხორციელება ეჭვის ქვეშ დგება, მაგრამ გადის პერიოდი და მერე ფიქრობ ჯობია გაკეთების დროს დაუშვა შეცდომა ვიდრე არ გააკეთო. უფრო მეტის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ ალბათ გააკეთებდა კიდეც, მერწმუნეთ ალბათ არც მოელოდა რომ გადადგებოდა", -აცხადებს ბიზნესმენი. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები