"ძირითადი მძიმე შეკითხვა, რაც მქონდა კვირიკაშვილთან სწორედ ჭარბვალიანობას ეხებოდა, ეს არ იყო შეცდომა, მე მას ეს ჩავუთვალე გადაცდომად“, - განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ბანკებთან დაკავშირებით რეგულაციები უფრო ადრე უნდა შემოღებულიყო.
„უფრო ადრე უნდა შემოღებულიყო რეგულაციები ბანკებთან დაკავშირებით. კვლევის შედეგები ვნახეთ: მოსახლეობა შემოსავლების მესამედზე მეტს ბანკის მომსახურებაში იხდის და ეს არის სირცხვილი. კარგია და თითქოს საამაყოა, რომ რენტაბელური ბანკები გვაქვს, ბანკებს უნდა გავუფრთხილდეთ, არ მინდა გაჩნდეს გაცნდა საზოგადოებაში რომ ბანკების წინააღმდეგ ვარ, პირიქით ეს აუცილებელი სტურქტურებია და მათ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ. თუმცა გავიგე, რომ რაღაცეებს მალავდნენ და ფარავდნენ, მიუხედავად ჩემი შეხედულებისა და შეხსენებისა, ადგილიდან ვერ დავძარი. მალავდნენ კვლევას, თურმე სავალუტო ფონდი მსგავსს ეუბნებოდათ მეორე მხრიდან, მაშინ განვაცხადე, რომ თქვენთთან ურთიერთობა შეუძლებელი იქნებოდა. კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა დამიმალეს კვლევა“, - ამბობს ივანიშვილი.