მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაგოდეხის მზის სადგური კვლევის ეტაპზე გადავიდა

მზის სადგური

ლაგოდეხში მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე კვლევა მომზადდება. მთავრობის განკარგულებაში წერია, რომ "კახეთი სოლარისთან" კვლევების დაწყებაზე ხელშეკრულება გაფორმდება.

"მოწონებულ იქნეს საქართველო მთავრობასა და შპს კახეთი სოლარის შორის ლაგოდეხის ელექტროსადგურის მოსამზადებელი სამუშაოების (კვლევების მომზადება) განხორციელებისა და პროექტთან დაკავშირებული "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის შესახებ დასადები ხელშეკრულება.

ეკონომიკის სამინისტროს დაევალოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოების (კვლევების მომზადება) თაობაზე საქართველოს მთავრობასა და "კახეთი სოლარის" ხელშეკრულების გაფორმების" უზრუნველყოფა", - წერია განკარგულებაში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მზის ელექტროსადგურების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულების გაფორმებიდან ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვებამდე ვადა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს სამ წელს. ამჟამად, ლაგოდეხის მზის ელექტროსადგურთან მიმდინარეობს CFD ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო პროცედურები. სადგურის დადგმული სიმძლავრე 10 მგვტ, საშუალო წლიური გამომუშავება 15 მლნ კვტ.სთ, ხოლო სავარაუდო ინვესტიცია 5.5 მლნ დოლარია.

ლაგოდეხში დაგეგმილი ელექტროსადგურის ტექნიკურ მახასიათებლებზე ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროსგან ველით. ამ დრომდე საქართველოს ელექტროსისტემაში ჩართული მზის სადგური არ გააჩნია, თუმცა მთავრობა გეგმავს შემდეგ წლებში ქარის სადგურებთან ერთად მზის სადგურებიც ააშენოს. საკონსულტაციო კომპანია OMNIA-ს შეფასებით, საქართველოში 1400 მეგავატამდე მზის სადგურების მშენებლობის პოტენციალია, რომელიც ამ ეტაპზე თითქმის სრულად აუთვისებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები