მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN RU TR
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM. GE
22.09.23 17:07

22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.63 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6816 გახდა.

ევროსთან მიმართებით ლარი 1.16 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8521 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაში ლარი 2.25 თეთრით გამყარდა და ახალი კურსი 3.2842  შეადგენს.

ერთი ლირა კი 9.88 თეთრი ღირს.