მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ვალუტის კურსი
14.03.25 17:03
3451

14 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.20 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7755 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0267 ლარი გახდა.

0.34 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5937 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.57 თეთრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები