ლარიზაციის პროგრამაში ცვლილებები შედის. კერძოდ, როგორც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სესხის უცხოურ ვალუტაში გასაცემი ზღვარი, რომელიც 100 000 ლარს შეადგენდა, 200 000 ლარამდე იზრდება. ამასთან, ლარიზაციის პოლიტიკა გავრცელდება ლიზინგზეც.
„მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში ლარიზაციის იდეას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. დღეს განვიხილავთ ახალ ინიციატივას, - საკრედიტო საფინანსო პროდუქტებთან მიმართებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ეს პოლიტიკა გავრცელდეს ლიზინგზეც. კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას ზემოთხსენებულ რეგულაციაში, რომლის თანახმადაც 100 000 ლარიანი ზღვარი იზრდება 200 000 ლარამდე. ამასთან, თუ მოქმედი რედაქციით შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირისგან ლიზინგის საზღაურის ფასის მიღებაზე, ცვლილებების შედეგად ეს პოლიტიკა იურიდიულ პირებზეც და ე.წ. ამხანაგობებზეც გავრცელდება. ამით ჩვენ შევძლებთ რისკების დაზღვევას. ლარიზაცია არის ჩვენი მნიშვნელოვანი ინიციატივა და ეს კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას“, - ამბობს პრემიერი.