„ლარზე მისტიკური ამბები არ უნდა მოვყვეთ, მას არაფერი არ სჭირს“, - ეს განცხადება bm.ge-თან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კერძო და იურიდიული პირების მხრიდან დიდი რაოდენობით ვალუტის შეძენაა.
“კერძო სექტრომა იცის და ხედავს , რაც ხდება მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ თურქეთსა და რუსეთში, ამიტომ ის თავს იზღვევს და ვალუტას ყიდულობს”, - აცხადებს კვიჟინაძე.
უმრავლესობის წევრი ირწმუნება, რომ ქართულ ეკონომიკაში ისეთი არაფერი ხდება, რომ გაუფასურების მიზეზები ვეძებოთ.
„ბოლო მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა, ასევე იზრდება ტურიზმიდან და ფულადი გადმორიცხვებიდან მიღებული შემოსავლები“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ: 13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5694 ლარია.