მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი თაფლის წარმოებას იწყებს

5b72e20845681
თამუნა ქემერტელიძე
14.08.18 19:01
2271
ლაშა პაპაშვილი ახალ ბიზნესში შედის და თაფლის წარმოებას იწყებს.

როგორც ბიზნესმენმა bm.ge-ის განუცხადა, პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პირველ ეტაპაზე ის პროდუქციას მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის აწარმოებს.

“ქართულ ხარისხიან თაფლზე საქართველოში მოთხოვნა სულ იყო და, რა თქმა უნდა, რეალიზაციასაც სწორედ ქართული ბაზრით დავიწყებთ”, - აცხადებს პაპაშვილი.

მისივე თქით, თაფლის წარმოება კახეთსა და სამეგრელოში დაიწყება, თუმცა თუ რა რაოდენობის პროდუქციის წარმოება მოხდება, ამ დროისთვის ბიზნესმენს გადაწყვეტილი არ აქვს.

შეგახსენებთ: გასულ წელს საქართველოში 2.5 ათასი ტონა თაფლი აწარმოეს. ყველაზე მეტი – 900 ტონა – კახეთის რეგიონზე მოდიოდა.

რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტზე გასული თაფლის რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში მცირდება. კერძოდ, 2015 წელს საქართველოდან ექსპორტზე - 73,1 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 21, 2 ათასი დოლარი იყო, 2017 წელს კი, მხოლოდ 15, 8 ათასი აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები