მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ სკოლაში ყველა ბავშვს ველოსიპედი აჩუქა

5beae88a26a9b
ლევან თაღიაშვილი
14.11.18 11:00
1298
ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ სკოლაში ყველა ბავშვს ველოსიპედი აჩუქა. სკოლა, რომელიც NBA-ს ყველაზე მაღალშემოსავლიანმა კალათბურთელმა მიმდინარე წელს გახსნა, 240 ბავშვს სრულიად უფასოდ ემსახურება, მასში მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები სწავლობენ. მათი რაოდენობის გაზრდა 1000-მდე იგეგმება, პირველი კურსდამთავრებულები კი სკოლას 2022 წელს ეყოლება. გარდა უფასო ველოსიპედების და ჩაფხუტისა, ისინი სკოლისგან უფასო ფორმას და საკვებს მიიღებენ. გარდა ამისა, თუ ისინი Akron-ის უნივერსიტეტში ჩააბარებენ სკოლა მათ 100%-იან გრანტსაც უსახსოვრებს.

"ყველაფერი რასაც ვაკეთებ ჩემი ბავშვობიდან მოდის. ის, რაც მე გავიარე ძალიან დამეხმარა წარმატების მიღწევაში. ველოსიპედი ჩემთვის გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო. თუ მეგობრის ნახვა, ქალაქის დათვალიერება ან კალათბურთის თამაში მინდოდა ველოსიპედი ყველაფერში მეხმარებოდა“ - განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.

შეგახსენებთ, რომ ლებრონ ჯეიმსი მიმდინარე სეზონში ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას იცავს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები