მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლისის ტბის მიმდებარედ განაშენიანება ზაფხულის ბოლომდე შეჩერებული იქნება

5ac23159d4d99
მეგი კავთუაშვილი
02.04.18 17:32
1055
ლისის ტბის მიმდებარედ ტერიტორიების კერძო მესაკუთრეები თბილისის მერიისგან განაშენიანების ჩარჩო დოკუმენტს ელოდებიან. როგორც მერიის უბრანული განვითარების სამსახურის უფროსმა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლომდე, მიწების მესაკუთრეები ჩარჩო დოკუმენტს მიიღებენ.

"დაახლოებით 15 განაშენიანების რეგულირების გეგმაა, 11-მდე გეგმარებითი დავალება, ძალიან ბევრი არის ინდივიდუალური პროექტები. ამ ეტაპზე ჩვენს მიერ მუშავდება ტექნიკური დავალება იმ დოკუმენტებისთვის, რომელიც უნდა დამუშავდეს მთელ საკვლევ ტერიტორიაზე. ტერიტორია საკმაოდ დიდია და რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი ამ დოკუმენტაციის დამუშავებას დასჭირდება. ვვარაუდობთ, რომ აპრილის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება კონკურსის ან ტენდერის ფორმატში პროცესის დაწყება, შემდეგ უკვე შერჩეული ჯგუფი დაამუშავებს დოკუმენტს ზაფხულის ბოლომდე", - განაცხადა რუსუდან მირზიკაშვილმა.

მისივე თქმით, ლისის ტბის გარდა ქალაქში სხვა პრობლებური ტერიტორიებიც არის გამოვლენილი.

"იდენტიფიცირებულია პრობლემური არეალები, რომელზეც გვინდა მუშაობის გაგრძელება. უპირატესობას მივანიჭებთ გაუნაშენიანებელი ტერიტორიების განაშენიანებას და ქალაქის უბრანული ცოცვის შეჩერებას. მე ამ გადაწყვეტილებას ხისტს ვერ დავარქმევ. ეს არის რაციონალური გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება როგორც ქალაქის, ისე ტერიტორიების მესაკუთრეების ინტერესებს. 10-მდე არეალია იდენტიფიცირებული. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, დიღმის ტერიტორია, აკადემქალაქი, წავკისის მიდებარე განაშენიანება და სხვა ბევრი ადგილი", - განაცხადა რუსუდან მირზიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები