მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლოგისტიკის ინდექსი ძირითადად ინფრასტრუქტურულ ნაწილში გაუარესდა"

5b5ab7bbc46a5
მაია ბიწაძე
27.07.18 10:11
579
,,ლოგისტიკის ინდექსი ძირითადად ინფრასტრუქტურულ ნაწილშია გაუარესებული“, - ამის შესახებ Bm.ge-ს ,,საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის“ თავჯდომარემ, გიორგი დობორჯგინიძემ განუცხადა. გაუარესება ძირითადად ლოგისტიკურ ნაწილს ეხება, რომელიც ტერმინალებს და სასაწყობო ინფრასტრუქტურას მოიცავს.

,,ლოგისტიკის ბოლო ინდექსი მცირედით გაუმჯობესებულია, მაგარამ ეს საკმარისი არ არის, როცა პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ჰაბი; ამ შემთხვევაში, ეს ზრდა საკმარისი არ არის. ზოგადად, აქ საუბარი არ არის ინფრასტრუქტურის გაუარესებაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ რეგიონალურად სხვა ქვეყნებს უფრო მეტი პროგრესი აქვთ, ვიდრე ჩვენ.
მაგრამ გაუარესება ძირითადად არის ინფრასტრუქტურისა და სერვისების ნაწილში, საბაჟო კუთხით პრინციპში კარგი მაჩვენებელი გვაქვს, ნაკლებად შეეხება გზებს და მოიცავს ტერმინალებს და სასაწყობო ინფრასტრუქტურას, რაც მომსახურების სერვისზე აისახება.

რაც შეეხება გზებს, ამ ნაწილში პროექტები უკვე ხორციელდება, თუმცა, როდესაც ტრაილერი შემოდის თურქეთიდან და მიდის აზერბაიჯაში, სანამ ამ ავტობანზე შემოვა, ხო უნდა გაიაროს გარკვეული მონაკვეთი.... ვიდრე გზების მშენებლობის პროექტი არ დასრულდება, სრულყოფილი საგზაო ინფრასტრუქტურაც ვერ გვექნება“ - განაცხადა გიორგი დობორჯგინიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები