მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლოგისტიკის სტრატეგიის დოკუმენტი წლის ბოლოს იქნება მზად"

5b5b281594387
მაია ბიწაძე
27.07.18 18:30
662
ლოგისტიკის სტრატეგიის დოკუმენტი წლის ბოლოს იქნება მზად, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილემ, დავით ჯავახაძემ გადაცემაში "ანალიტიკა" განაცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტზე ეკონომიკის სამინისტრო ამჟამად მუშაობს. დოკუმენტი ფრანგული საკონსულტაციო კომპანია EGIS International -ის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მუშავდება, რომელიც ამ კომპანიამ მსოფლიო ბანკის დაკვეთით მოამზადა.

"EGIS International -ის მიერ ძალიან მაღალი ხარისხის დოკუმენტი იქნა შემუშავებული. სუფთა სამართლებლივი სტატუსი, რომ მივანიჭოთ ეს არის კვლევა, ტექნიკური დახმარების დოკუმენტი, რომელიც ჩვენთვის მოამზადეს კონსულტანტებმა და ამ დოკუმენტის საფუძველზე ლოგისტიკის სტრატეგიის შემუშავება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ამჟამად მიმდინარეობს. სტრატეგია მზად წლის ბოლოს იქნება", - განაცხადა დავით ჯავახაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები