მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონი გლობალური ფინანსური ცენტრი აღარაა

5b9b884330a66
ლევან თაღიაშვილი
15.09.18 15:30
2240
გამოქვეყნდა Yen-ის გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსი, რომლის მიხედვითაც ლონდონმა, მსოფლიო ფინანსური ცენტრის სტატუსი დაკარგა და ახლა მის ადგილს ნიუ-იორკი იკავებს. Brexit-ის გადაწყვეტილების შემდეგ რამდენიმე უმსხვილესმა ბანკმა განაცხადა, რომ აპირებდა სათავო ოფისის გადატანას ლონდონიდან, რამდენადაც მათ ევროკავშირის იურისდიქციაში დარჩენა სურდათ. ერთ-ერთი მათგანი Deutsche Bank-ია, რომელსაც მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 8000 თანამშრომელი ჰყავს.

არსებული რეიტინგი, რომლითაც მსოფლიო საფინანსო ცენტრები ფასდება, ეყრდნობა ინფრასტრუქტურას და კვალიფიციურ მუშახელს. როგორც ჩანს უკანასკნელმა მათგანმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ პროცესში. რაც შეეხება შემდეგ ადგილებს, ჰონგ კონგი მე-3 პოზიციაზეა, ლონდონს მხოლოდ 3 პუნქტით ჩამორჩება და არაა გამორიცხული, რომ მალე გადაუსწროს კიდეც. მე-4 ადგილს რეიტინგში შანხაი იკავებს, ხუთეულს კი ტოკიო კრავს. აღსანიშნავია, რომ ხუთეულში 3 აზიური ქალაქია 1 ევროპული 1 კი ამერიკული.

“ჩვენ ვუახლოვდებით იმ დღეს, როდესაც Brexit-ის პროცესი საბოლოოდ დასრულდება, თუმცა ეს დღე ჯერ არ დამდგარა. ამიტომ ჯერჯერობით არ ვიცით ლონდონი როგორ გააგრძელებს ვაჭრობას ევროპის სხვა ფინანსურ ცენტრებთან. ბიზნესის დაკარგვის შიშით კომპანიები უარს აცხადებენ ლონდონში საქმიანობის გაგრძელებაზე“ - განაცხადა მარკ იანდელმა, ინდექსის ერთ-ერთმა შემქმნელმა. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები