მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Maersk ამერიკის მიერ სანქცირებული კომპანიების ტვირთებს აღარ გადაზიდავს

5ad6fcef1203c
თამუნა დემეტრაშვილი
18.04.18 12:07
1672
დანიური კორპორაცია A.P. Moller-Maersk სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიებთან და ფიზიკური პირებთან საქმიან ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი შეტყობინებები კომპანიის კლიენტებმა უკვე მიიღეს. მოქმედი სანქციები კრძალავს ამერიკული გემებისა და პორტების გამოყენებას იმ ტვირთების გადაზიდვისას, რომლებსაც კავშირი აქვთ სანქცირებულთა განახლებული სიის ფიგურანტებთან.

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 6 აპრილს გააფართოვა. ეკონომიკური სანქციების ქვეშ 14 რუსული კომპანია, ასევე 7 ბიზნესმენი და 17 მაღალჩინოსანი მოჰყვა, რაც გულისხმობს მათი ანგარიშების დაყადაღებასა და გადარიცხვების აკრძალვას. გასულ კვირას კი აშშ-მ კვლავ დააფიქსირა მზადყოფნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კვლავ გააფორთოვოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები