მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძე ახალ გუბერნატორებს 20 აგვისტოს წარადგენს

5b768b47dbaf2
თელარა გელანტია
17.08.18 12:44
530
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ახალ გუბერნატორებს 20 აგვისტოს წარადგენს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დაწყებამდე განაცხადა.

შეგახსენებთ: 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გასულ თვეში გაათავისუფლეს. კერძოდ, თანამდებობები დატოვეს: შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო- ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე - ჯავახეთის გუბერნატორებმა.

ასევე, მას შემდეგ, რაც გივი ჭიჭინაძე შუალედურ არჩევნებში პარლამენტის დეპუტატი გახდა, გუბერნატორის პოსტი ვაკანტურია იმერეთშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები