მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძე: მონოპოლიზაციის რისკი მაღალია

5acf7142dae2b
BM.GE
12.04.18 18:45
844
"დღეს ჩვენი ბიუჯეტი ფორმირდება 300 კომპანიის მიერ, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ნიშნავს, იმას, რომ ეკონომიკაში არის სექტორები, სადაც მონოპოლიზაციის რისკები მაღალია.

"რეგიონებში პირადად ვიყავი ჩასული და შევხვდი ადამიანებს, ვისაც ეს შეეხება და ასეთი არის საკმაოდ ბევრი, მაგრამ სახეზეა სხვა მნიშვნელოვანი ბარიერებიც. უპირველესად, სახეზე გვაქვს სასტარტო კაპიტალის ნაკლებობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, როგორც სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მსგავსი ბარიერების ბოლომდე გასაუქმებლად. დღეს ჩვენი ბიუჯეტი ფორმირდება დაახლოებით, 300 კომპანიის მიერ. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიზაციის ძალიან მაღალი რისკია, რაც ჩვენს ეკონომიკას ნაკლებად მდგრადს ხდის", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები