მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მამუკა ბახტაძე სერიოზული კანდიდატი იქნება"

5b21f47449606
ანუკა ჯოხაძე
14.06.18 09:00
2205
"მამუკა ბახტაძე ჩემი აზრით იმ აქტივობით, რაც მას აქვს, სერიოზული კანდიდატი იქნება", -ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. თუმცა, ბიზნესმენის თქმით, მამუკა ბახტაძე ერთ-ერთი საინტერესო კანდიდატურაა.

"შეიძლება მმართველ გუნდში იყოს რაღაც სწორი პოლიტიკური სისტემები, მაგრამ ძლიერი პიროვნება შეიძლება სხვა გუნდშიც იყოს ან საერთოდ არც იყოს. მაგალითად მამუკა ბახტაძე, ჩემი აზრით იმ აქტივობით, რაც მას აქვს, სერიოზული კანდიდატი იქნება, იმიტომ რომ ხშირად აღნიშნავენ ახალი ენერგიის საჭიროებას, ჰგონიათ რომ აუცილებლად უნდა იყოს კანდიდატი ახალგზრდა. ჩერჩილიც იყო ახალგაზრდა, თუმცა 64 წლის იყო პრემიერი როცა გახდა. ამიტომ უკვე არსებული გუნდში თუ ეძებენ კანდიდატს ჩემი აზრით, მამუკა ბახტაძის კანდიდატურა ცუდი არ იქნება", - განაცხადა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები