მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მამუკა ბახტაძეს მართვის სერიოზული გამოცდილება აქვს"

5b2287c0d4655
BM.GE
14.06.18 19:20
648
"ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ღირსეული კანდიდატი პემიერ-მინისტრის პოზიციაზე. ეს იყო კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა ბახტაძე გამორჩეულია როგორც განათლებით, ასევე მრავალმხრივი გამოცდილებით.

"მას აქვს მართვის ძალიან სერიოზული გამოცდილება, ის არის ძალიან სერიოზული ექსპერტი განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით. მას აქვს ღრმა განათლება, უნარი იმის, რომ მართოს ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის მართვას."_ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მამუკა ბახტაძე მთელი ამ დროის განმავლოაბში გამოდიოდა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივებით და ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია რომ პრემიერობის კანდიდატი პარლამენტის წინაშე ისეთი სამთავრობო პროგრამით წარსდგება, რომელშიც ისეთი ახალი ინიციატივები იქნება, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყნის წინსვლას დააჩქარებს.

ვინ შეიცვლება მთავრობის შემადგენლობაში, - ამ კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარე კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს და ამბობს, რომ ეს უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალური წარდგინების შემდეგ საკუთარ ხედვას წარადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები