მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მამუკა ბახტაძის სამოქმედო გეგმა პოზიტიურია"

5b28f62acd7d1
ლევან თაღიაშვილი
19.06.18 17:50
576
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის თქმით, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა პოზიტიურია და განათლების წინ წამოწევა დაეხმარება ქვეყანას განვითარებაში.

"მე ვფიქრობ, რომ სამოქმედო გეგმა და 4 პრიორიტეტი რაც დასახელდა, ცალსახად პოზიტიურია, მათ შორის მოხარული ვარ რომ მთავრობის მხრიდანაც დიდი აქცენტი გაკეთდება განათლების გაუმჯობესებისკენ.

განათლების დონის ამაღლება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ როგორც განათლების მხრივ ასევე ინოვაციური, ციფრული ეკონომიკის განვითარების კუთხით ,,საქართველოს ბანკმა'' მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში", - აცხადებს კიკნაველიძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები