მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მანდატურის სამსახურის რეფორმას 10 მლნ. ლარი დასჭირდება

5adec83c04ab7
მეგი კავთუაშვილი
24.04.18 10:00
659
განათლების სამინისტროს ბიუჯეტის მუხლს, რომელიც სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას ითვალსიწინებს 2019 წლის ბოლომდე 10.6 მილიონი ლარი დაემატება. აღნიშნული თანხა მანდატურის სამსახურის რეფორმირებისთვის და საჯარო სკოლებში ვიდეო-სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას მოხმარდება. დღეის მდგომარეობით 2082 საჯარო სკოლიდან ვიდეოსათვალთვალო კამერები განთავსებულია 429 საჯარო სკოლაში.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მანდატურების რაოდენობის ზრდაც არის დაგეგმილი. დღეისთვის 458 საჯარო სკოლაში დასაქმებულია 1300 მანდატური. 2018 წლის სექტემბრიდან დაგეგმილია 30 საჯარო სკოლაში 70 მანდატურის დამატება, ხოლო 2019 წლის იანვრიდან იგეგმება 200 მანდატურის დამატება 100 საჯარო სკოლაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები