მარიხუანის წარმოების პროცესის რეგულირების მიზნით სპეციალისირებული სააგენტო შეიქმნება- ამის შესახებ შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს სააგენტო მოახდენს სალიცენზო პირობების დადგენას, ლიცენზიების ტარიფებს და სხვა პროცედურებს, რაც კანაფის წარმოებისთვის იქნება საჭირო.
"სხვადასხვა საქმიანობაზე იქნება სხვადასხვა ლიცენზია, მოყვენზე, წარმოებაზე, გადამუშავებაზე და ა.შ. ეს უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა, რომელსაც ეყოლება თავისი რეგულატორი, სადაც უმკაცრესი და რაც მთავარია ეფექტური კონტროლის მექანიზმები იქნება აბსოლუტურად ღია", - განაცხადა გახარიამ.