26 წლის წინ, 1999 წლის 5 თებერვალს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე პირველი მაკდონალდსი გამოჩნდა. 90-იანი წლების ბოლოს თბილისის ჩაბნელებულ ქუჩებში მაკდონალდსის განათებული შენობა, ოქროს თაღით და მაგიური M-ით, ერთგვარად იქცა სიმბოლოდ, რომ ქვეყანამ უდიდესი ნაბიჯი გადადგა განვითარებისკენ, პროგრესისკენ, ამერიკული ხარისხისა და სტანდარტისკენ.