"აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიესალმება მცირე მთავრობის კონცეფციას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა. მისი თქმით, ეს დაზოგავს თანხებს და გაზრდის ეფექტიანობას.
"მცირე მთავრობის კონცეფციას რა თქმა უნდა მივესალმები. თუ გადავხედავთ წარმატებულ ქვეყნებს, რომლის ხაზზეც მივდივართ და ვამბობთ, რომ ვართ ევროკავშირის განუყრელი ნაწილი, რა თქმა უნდა მცირე კონცეფცია არის ის მიღებული პრაქტიკა, რაც ევროპაში ფუნქციონირებს, განსაკუთრებით სკანდინავიურ ქვეყნებში. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაზოგავს თანხებს და გაზრდის ეფექტურობას’’ -განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.