მცხეთაში, მდინარე მტკვარზე ახალ ხიდს კომპანია "ენსისი" ააშენებს
მცხეთაში, მდინარე მტკვარზე ახალ საავტომობილო ხიდს კომპანია ,,ენსისი” ააშენებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
ტენდერში, რომლის საწყისი ღირებულებაც 7,6 მილიონი ლარი იყო, 4 კომპანია მონაწილეობდა.
გამარჯვებულმა კი, შემსყიდველს საუკეთესო ფასი - 6,5 მილიონი ლარი შესთავაზა ანუ 1,1 მილიონით ნაკლები საწყის ფასთან შედარებით.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ძველი ხიდი, რომლითაც მცხეთასთან დაკავშირება ხდება ვიწროა და თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.
შესაბამისად, ახალი ხიდი უფრო განიერი იქნება.
ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, მოხდება თუ არა ძველი ხიდის დემონტაჟი.
საფონდო ბირჟები