მძღოლებსა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ლერი ბარნაბიშვილს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თბისლისი გეზის ტერიტორია ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვა. ბარნაბიშვილმა მძღოლბს კონსტრუქციული დიალოგი, პარალელურად აქციის შეწყვეტა და მუშაობის განახლება შესთავაზა, რაზეც მან მძღოლებისგან უარი მიიღო.
აქციის მონაწილეები თბილისის გეზის ტერიტორიაზე რჩებიან და აცხადებენ რომ ხვალ დღის ბოლომდე დაელოდებიან გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ მძღოლები ფინანსთა მინისტრის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იკრძალება.