„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობას „მძიმე შემთხვევად“ აფასებს და აცხადებს, რომ საქმის შესახებ დეტალები არ იცის. დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერნციაზე შალვა პაპუაშვილმა თორნიკე რიჟვაძეს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
„მძიმე შემთხვევაა. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკეს. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ამ შემთხვევის ყველა დეტალი გაირკვევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა. .
კითხვაზე, აპირებდა თუ არა შემთხვევამდე შსს თორნიკე რიჟვაძის დაკავებას, პაპუაშვილმა უპასუხა: „არ ვიცი საიდან მოგაქვთ ეს ვერსიები. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ყველაფერი საჯაროდ ითქვა. გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება ყველა დეტალს გაარკვევს. თქვენს ვერსიებზე შეგიძლიათ თქვენ იფიქროთ. შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიება დაადგენს... სხვა დეტალი მე არაფერი არ ვიცი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, საგარეჯოში თვითმკვლელობა სცადა. ის ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჭრილობით თავდაპირველად "ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, ამ დროისთვის კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შსს-ს განცხადებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით არის დაკავებული.




























