მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეც კი არ ვარ სრულფასოვნად განათლებული მაკროეკონომიკაში"

5bd2d9932d164
BM.GE
26.10.18 13:08
871
„მეც კი არ ვარ სრულფასოვნად განათლებული მაკროეკონომიკაში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა ბიძნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „ნორმალურია“, რომ ქვეყანაში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს და ეროვნული ბანკი სწორად იქცევა.

„ჭარბვალიანობა არის ყველაზე დიდი პრობლემა. კვირიკაშვილი დღემდე იმართლებს თავს, რომ ნებისმიერი რეგლამენტაცია ბიზნესს აზიანებს. მაგალითად, პაპაშვილმა ღია წერილით მომწერა, რომ ეს (ახალი რეგულაციები) ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს. მამუკა ბახტაძეს ვთხოვე რომ სანამ კითხვებია არ შეწყვიტოთ პოლემიკა, ჭარბვალიანობის ზრდა არის ყველაზე დიდი ხიფათი.

მე ჩემი ცოდნის ფარგლებში, ვიზიარებ, რომ სწორია რეგლამენტაცია, ვისაც არ შეუძლია ფულის გადახდა, არ უნდა აიღოს ვალი“, - ამბობს ივანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები