მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტები, რომლებსაც შშმ პირები და პენსიონერები ფასდაკლებით მიიღებენ

5b891341c6f70
BM.GE
31.08.18 14:04
5278
ჯანდაცვის სამინისტრო იმ მედიკამენტების სიას აქვეყნებს, რომლებსაც 3 სექტემბრიდან შშმ პირები და პენსიონერები ფასდაკლებით მიიღებენ.

აღნიშნულ ჯგუფები ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო (23 დასახელების) მედიკამენტებს საბაზრო ღირებულების 50%-ი და მეტი ოდენობის ფასდაკლებით შეიძენენ.






მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად, შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში. ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა.

ამ ეტაპზე მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში, თუმცა უახლოეს მომავალში პროგრამაში ჩაერთვება სხვა სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.
ყველა პრეპარატი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები