მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მედიკამენტებზე ფასების რეგულირების საჭიროება არ გამოკვეთილა"

5bd1727d8e574
ელენე გოგბერაშვილი
25.10.18 11:45
681

ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მედიკამენტებზე ფასების რეგულირების საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ bm.ge-თან ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ლაშა ნიკოლაძემ განაცხადა. მედიკამენტებზე ფასების შემცირების ერთ-ერთ ინსტრუმენტად ჯანდაცვის სპეციალიტების ნაწილი სწორედ ფასთრეგულირების შემოღებას განიხილავს. ერთ-ერთი მოდელით, შესაძლოა, დაწესდეს გარკვეული ზღვარი რა ფასადაც უნდა შემოვიდეს ბაზარზე მედიკამენტები და ასევე განიხილება ზღვარის შემოღება, როგორი შეიძლება იყოს წამლებზე ფასნამატი.

„ამ ეტაპზე არაფერი მსგავსი არ იგეგმება, თუ ამის საჭიროება გამოჩნდება და როგორც ჩვენი ბენეფიციარებისთვის იქნება სასარგებლო, ასევე არ იქნება დამაზიანებელი ფარმაცევტული კომაპნიებისთვის, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს ამაზე ფიქრი და მსჯელობა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ამ პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ჩვენ მედიკამენტებს ვაწვდით მოსახლეობას საჭიროება ფასების რეგულირების არ გამოკვეთილა“-განმარტავს ლაშა ნიკოლაძე.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები