თერჯოლის მეფრინველეობის ფაბრიკა ,,დარია“ წარმოების გაორმაგებას გეგმავს, ამისთვის არსებული ფაბრიკის გვერდით, მეორე - ახალი ფაბრიკა აშენდება, რომელშიც 300-დან 400 ათას ლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, ამის შესახებ Bm.ge-ს გიორგი ხაზარაძემ განუცხადა, რომელმაც მეფრინველეობის ფერმა, ,,ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 2017 წელს აამუშავა. საწარმოს შექმნისთვის გამოყენებული შეღავათიანი აგროკრედიტის მოცულობა 100 323 აშშ დოლარს შეადგენს.
,, ამჟამად სესხის მოძიების პროცესში ვართ, გვინდა დაფინანსება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მოვიპოვოთ. მშენებლობას გაზაფხულზე დავიწყებთ, ამ ფერმაშიც სახორცე ჯიშის ბროილერის ქათამი გვინდა გავზარდოთ. ჯერ პროდუქციას დაკლული სახით, შეუფუთავად ვყიდით, სამომავლოდ ვგეგმავთ მის შფუთვას. კილოგრამი ხორცის ფასი სავაჭრო ქსელში 5-დან 5,50 ლარამდე მერყეობს“ - განაცხადა გიორგი ხაზარაძემ.
ფერმაში ამჟამად, ყოველ 40 დღეში, 18 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებენ, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყიდება, გაფართოების შემდეგ კი ეს მოცულობა გაორმაგდება და ქათმის ხორცს თბილისშიც გაყიდიან.