საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა 2019 წელს მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პენსიის ზრდას განიხილავს.
„მუშაობა მიდის და დარწმუნებული ვარ, მესამე წარდგენის დროს ამის გათვალისწინება მოხდება, ისევე როგორც, ბევრი სხვა საინტერესო ინიციატივის, რაც ბიუჯეტის სოციალურ ნაწილს შეეხება“, - განაცხადა მინისტრმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მეორე ჯგუფის შშმ პირებისთვის პენსია რამდენი ლარით შეიძლება, გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მთავრობა ასაკით პენსიონერებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის პენსიის 20 ლარით გაზრდას გეგმავს. ეს ინიციატივა სახელმწიფო ბიუჯეტის პირველ პროექტში უკვე გათვალისწინებული იყო.