მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mercedes-Benz-ის ავტომობილების გაყიდვები შემცირდა

Mercedes-Benz

გერმანული გიგანტის, Mercedes-Benz-ის ავტომობილების გაყიდვები 2024 წელს მსოფლიოს მასშტაბით შემცირდა. გერმანული პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ 2024 წელს მან ჯამში 1,983,400 ავტომობილი გაყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.

ეკონომიკური სირთულეების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ბაზარზე — ჩინეთში, მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. კონკრეტულად, ქვეყანაში გაყიდვები 7%-ით შემცირდა, რაც ადგილობრივი მწარმოებლების გააქტიურებით არის განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ Mercedes-ის გაყიდვები ელექტრომობილების კატეგორიაში განსაკუთრებით მკვეთრად, 23%-ით შემცირდა და ჯამში 185,100 ერთეული შეადგინა. ეს მაჩვენებელი იმდენად ცუდია, რომ, შესაძლოა, კომპანიას ევროკავშირის მხრიდან ჯარიმები დაეკისროს, რადგან წლის განმავლობაში წარმოებული ავტომობილების საერთო რაოდენობაში EV-ების წილ სულ რაღაც 9%-ია.

გაუარესებული შედეგების პარალელურად, Mercedes-მა წლიური მოგების მარჟის პროგნოზი შეამცირა და განაცხადა, რომ ის ხარჯების შემცირებას გააძლიერებს, რათა ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროს და მოგების მარჟა ამ გზით გაზარდოს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში Mercedes-Benz-ის წარუმატებლობა ელექტრონული EQ-სერიის ჩავარდნასთან და იმასთანაა დაკავშირებული, რომ ჩინური და ამერიკული კომპანიები სწრაფი ტემპით ვითარდებიან, მათთან კონკურენციის გაწევა კი გერმანულ პრემიუმ ბრენდებს უჭირთ, რადგან კონკურენტებთან შედარებით ფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია და ამიტომ მომხმარებლებს პრესტიჟული ბრენდის გამო ორმაგის გადახდა აღარ სურთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები