მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია თბილისში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

5b7febbc32efb
BM.GE
24.08.18 15:24
870
თბილისის მერიის ცნობით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს დილის ათი საათიდან, მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის ხიდიდან „ვეფხის და მოყმის“ ძეგლამდე. საპირისპირო მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური აღნიშნულ მონაკვეთზე აწარმოებს გზის რეაბილიტაციას - იგება ასფალტის საფარის ზედა ფენა. სამუშაოები 27 აგვისტოს დილის რვა საათისთვის დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები