მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta ტრამპთან დავის დასასრულებლად $25 მილიონს გადაიხდის

ტრამპი და მარკი

კომპანია Meta მზად არის, 25 მილიონი დოლარი გადაიხადოს, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიმდინარე სასამართლო დავა მორიგებით დაასრულოს.

ტრამპმა Meta-ს მას შემდეგ უჩივლა, რაც მისი ანგარიშები Facebook-სა და Instagram-ზე 2021 წელს დაიბლოკა. ტრამპის მტკიცებით, Meta-მ მის წინააღმდეგ ცენზურა დააწესა და ამით შეზღუდა პრეზიდენტის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, რაც აშშ-ის კონსტიტუციით დაუშვებელია.

Meta-ს განმარტებით, ტრამპი კაპიტოლიუმზე შტურმის დროს მხარდამჭერებს აქეზებდა და ძალადობას ახალისებდა, რაც სოციალური ქსელის შიდა კანონმდებლობით აკრძალულია.

შესაბამისად, მხარეებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი და დაიწყო სასამართლო დავა, რომელსაც, როგორც ჩანს, მარკ ცუკერბერგი საკუთარი ნებით ამთავრებს, რადგან ბოლო პერიოდში ის ტრამპის მხარდამჭერად იქცა, შესაბამისად, მის ინტერესში აშშ-ის პრეზიდენტთან დავის გაგრძელება აღარ შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები