ველა ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ასახავს ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღეს, არის დადებითი - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით მედიის მხრიდან დასმული კითხვების საპასუხოდ.
როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენა რეგიონში, კერძოდ, თურქეთსა და რუსეთში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა.
„ჩვენ გვაქვს თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსი, რის გამოც მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა ზეგავლენა მოახდინა ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსზეც. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ლარის კურსი ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად გამყარებულია, გაუმჯობესება, დაახლოებით, 17% -ია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დინამიკა ფასების სტაბილურობას ქვეყანაში ვერ შეუქმნის საფრთხეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა საჭირო ბერკეტი იმისთვის, რათა ფასების სტაბილურობა იქნას შენარჩუნებული. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაცია, დაახლოებით, 2,5%-ის ფარგლებშია,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.