მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Micron-ი სინგაპურში წარმოებას აფართოებს, რისთვისაც $7 მილიარდს გამოყოფს

MICRON

ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, მეხსიერების მძლავრ ბარათებზე მოთხოვნამ მკვეთრად იმატა, რაც გლობალურ კომპანიების საწარმოო სიმძლავრეების გაზრდისკენ უბიძგებს.

ამ ტენდენციას არც მიკროჩიპების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი Micron-ი ჩამორჩა, რომელიც $7-მილიარდიანი ინვესტიციით სინგაპურში წარმოებას გააფართოებს. ახალი ქარხანა, რომელიც AI-დატაცენტრებს სპეციალური მეხსიერების ბარათებით აღჭურავს, 2026 წელს ამუშავდება და იქ 1,400 ადამიანი დასაქმდება.

ამერიკული Micron-ი ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად ფართოვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში, რაც ჩინეთის და ტაივანის ბაზრების ალტერნატივად, ანუ დივერსიფიკაციის ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევა. კონკრეტულად სინგაპურში NXP Semiconductors-ი და TSMC-ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია ვითარდებიან, რომლებიც ერთობლივად $7.8-მილიარდიან ქარხანას აშენებენ.

შეგახსენებთ, რომ Micron-ი, ისევე, როგორც Intel-ი და სხვა ტექნოლოგიური კომპანიები ჯო ბაიდენის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო დოკუმენტის — “ჩიპების აქტის” ბენეფიციარები არიან. ამ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, Micron-მა აშშ-ის ხელისუფლებისგან $6.1 მილიარდის გრანტი მიიღო, რომელსაც მშობლიურ მხარეში გაფართოებისთვის გამოიყენებს. დღეს, Micron-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $110 მილიარდია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 145-ე, მიკროჩიპების მწარმოებლებს შორის კი მე-11 ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები