თიბისი ბანკის პროექტ ,,ქართულად’’ ფარგლებში ამ დროისთვის 21 458 ქართული წინადადება უკვე გადათარგმნილია. პროექტი Microsoft-ის კომპიუტერული პროგრამების ქართულენოვანი ვერსიების შექმნას ისახავს მიზნად. იმისთვის, რომ Microsoft-ის ენობრივ ნაკრებში ქართული მოხვდეს, მან უნდა ისწავლოს ენა, რისთვისაც პირველ ეტაპზე საჭიროა მინიმუმ 100000 ქართული წინადადების ინგლისურად თარგმნა.
პროექტის ფარგლებში Microsoft-ის სისტემისთვის ქართულის სწავლების შესაძლებლობა ყველა მსურველს აქვს. ვებგვერდზე - kartulad.ge - თითოეულ დარეგისტრირებულს შესაძლებლობა ექნება პროექტში ჩაერთოს და მოცემული ქართული წინადადებები ინგლისურ ენაზე თარგმნოს. წინადადებები საბას ელექტრონული წიგნების ბაზიდან არის შერჩეული.
მას შემდეგ, რაც ორენოვანი წინადადებების განსაზღვრული რაოდენობა შეგროვდება, პროექტი გადავა შემდეგ ეტაპზე, როცა საჭირო იქნება ნათარგმნის რედაქტირება სპეციალისტების მიერ.